ორი ელემენტისაგან წარმოქმნილ რთულ ნივთიერებას,
რომელშიც ერთ-ერთი ელემენტი ჟანგბადია, ოქსიდი ეწოდება. ოქსიდს წარმოქმნის ყველა
ელემენტი, სამი ინერტული აირის- ჰელიუმის(He), ნეონის(Ne), და არგონის(Ar) გარდა.
1) ოქსიდებს, რომლებიც მჟავებთან ურთიერთქმედებისას
წარმოქმნიან მარილსა და წყალს, ფუძე ოქსიდები ეწოდებათ. მათ შეესაბამიბათ ფუძეები.
ფუძე ოქსიდები ლითონის ოქსიდებია! თუ ლითონი 1 და 2 ვალენტიანია იგი ფუძე ოქსიდია.
მაგ:Na2O, CuO, CrO და ა.შ. ხოლო თუ ლითონი 2ზე მეტ ვალენტიანია მას ამფოტერული (ანუ შეუძლია წარმოქმნას ფუძე და მჟავა ოქსიდი,ანუ ორმაგი ბუნების) ოქსიდი ეწოდება. მაგ: Cr2O3, BeO, ZnO, .
2) ოქსიდებს, რომლებიც ფუძეებთან ურთიერთქმედებისას
წარმოქმნიან მარილსა და წყალს, მჟავა ოქსიდები ეწოდებათ. მათ შეესაბამებათ
მჟავები. მჟავა ოქსიდებს წარმოქმნიან არამეტალები! მჟავა ოქსიდი 2ზე მეტ
ვალენტიანია! 1 და 2 ვალენტიანი არალითონები მაგ: N2O,
NO, CO, SiO მარილარწარმომქნელი
ოქსიდებია.
No comments:
Post a Comment