მექანიკის ძირითადი ამოცანაა განვსაზღვროთ სხეულის მდებარეობა სივრცეში სხვა სხეულების მიმართ
დროის ნებისმიერ მომენტში (ანუ კოორდინატები).
მექანიკა სამი ნაწილისგან შედგება : კინემატიკა, დინამიკა, სტატიკა.
კინემატიკა სწავლობს სხეულთა მოძრაობებს, მდებარეობებს. ესმის კითხვა : როგორ მოძრაობს სხეული?
(თანაბრად, არათანაბრად, მრუდწირულად, შენელებულად, აჩქარებულად, ირხევა.)
დინამიკას დაესმის კითხვა : რატომ? დინამიკა სწავლობს სხეულთა მოძრაობის შეცვლის გამომწვევ
მიზეზებს.
სტატიკა სწავლობს სხეულთა წონასწორობის პირობებს.
1. მექანიკური მოძრაობა - სხეულის მდებარეობის ცვლილებას სივრცეში, სხვა სხეულების მიმართ
დროის ნებისმიერ მომენტში, მექანიკური მოძრაობა ეწოდება.
2. გადატანითი მოძრაობა - მოძრაობას, რომლის დროსაც სხეულის ნებისმიერი წერტილი ერთნაირად
მოძრაობს, გადატანითი მოძრაობა ეწოდება. პარალელური გადატანა გადატანითი მოძრაობაა.
3. ნივთიერი წერტილი - სხეულს, რომლის ზომები მოძრაობის მოცემულ პირობებში შეიძლება
უგულებელვყოთ, ნივთიერი (მატერიალური) წერტილი ეწოდება. მაგ: მოსწავლე თუ გადის 4კმ-ს, იგი
მანძილთან შედარებით წერტილოვანია. თუ მხოლოდ 2-3 ნაბიჯს დგამს, არ ჩაითვლება ნივთიერ
წერტილად.
4. ტრაექტორია - წირს, რომელსაც შემოწერს სხეული მოძრაობისას, განვლილი მანძილი ანუ ტრაექტორია
ეწოდება.
5. გადაადგილება - წრფის მიმართულ მონაკვეთს, რომელიც სხეულის საწყის მდებარეობას აერთებს მის
მომდევნო მდებარეობასთან.
6. ვექტორული სიდიდე - სიდიდეს, რომელსაც გააჩნია რიცხვითი მნიშვნელობაც და მიმართულებაც,
ვექტორული სიდიდე ეწოდება (გადაადგილება, ძალა, სიჩქარე, აჩქარება).
7. სკალარული სიდიდე - სიდიდეს, რომელსაც გააჩნია მხოლოდ რიცხვითი მნიშვნელობა, სკალარული
სიდიდე ეწოდება (მასა, დრო, წნევა, მუშაობა).
8. წრფივი თანაბარი მოძრაობა - მოძრაობას, როდესაც სხეული დროის ნებისმიერ ტოლ შუალედში
ერთნაირ გადაადგილებას ასრულებს, წრფივი თანაბარი მოძრაობა ეწოდება.
9. არათანაბარი მოძრაობა - ეწოდება ისეთ მოძრაობას, როდესაც სხეული დროის ნებისმიერ ტოლ
შუალედში სხვადასხვა გადაადგილებას ასრულებს. თანაბარი წრფივი მოძრაობა ხასიათდება თანაბარი
მოძრაობის სიჩქარით.
10. წრფივი თანაბარი მოძრაობის სიჩქარე - ეწოდება ფიზიკურ სიდიდეს, რომელიც ტოლია
გადაადგილების შეფარდებისა იმ დროსთან რა დროშიც ეს გადაადგილება მოხდა.